“თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს თარიღს ამ 10 დღის განმავლობაში, მეათე დღეს პარლამენტი კონსტიტუციის შესაბამისად შეიკრიბება და გაიმართება მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა” – თენგიზ შარმანაშვილი

“თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს თარიღს ამ 10 დღის განმავლობაში, მეათე დღეს პარლამენტი კონსტიტუციის შესაბამისად შეიკრიბება და გაიმართება მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თითქმის ყველა სარჩელში მოიგო, რადგან მყარი არგუმენტები ჰქონდა.

„მხოლოდ ძალადობით არის შესაძლებელი, შეაფერხონ ეს [პარლამენტის] შეკრება. საქართველო უკვე არის სახელმწიფო და არავის ვურჩევ ვინმეს რაიმე ძალადობრივი აქტის განხორციელებას. ისინი [ოპოზიცია] ამას მაინც ვერ განახორციელებენ. წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე, თუ შეეცდებიან ამის [პარლამენტის შეკრების ჩაშლას] გაკეთებას ძალადობრივად. სხვა დანარჩენი არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

სასამართლო პროცესები ჩვეულებრივად იმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თითქმის ყველა სარჩელში მოიგო, რადგან მყარი არგუმენტები ჰქონდა. ამიტომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში – ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს. თუ საქართველოს პრეზიდენტი არ დანიშნავს თარიღს ამ 10 დღის განმავლობაში, მეათე დღეს პარლამენტი კონსტიტუციის შესაბამისად შეიკრიბება და გაიმართება მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები