დონალდ ტრამპმა ისრაელში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მაიკ ჰაკაბი წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არკანზასის ყოფილი გუბერნატორი, მაიკ ჰაკაბი ისრაელში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.

„მაიკი წლების განმავლობაში იყო შესანიშნავი საჯარო მოხელე, გუბერნატორი და ლიდერი რწმენაში. მას უყვარს ისრაელი და ისრაელის ხალხი, და ასევე, ისრაელის ხალხს უყვარს ის. მაიკი დაუღალავად იმუშავებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

ცნობისთვის, მაიკ ჰაკაბი 2008 და 2016 წლებში პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები