დავით ჩიხელიძე: გვარამიას აღიარება, რომ არჩევნებს მხოლოდ ოპოზიცია არ აღიარებს, შემთხვევითი არ არის, როგორც ჩანს, ოპოზიციის პარტნიორი დასავლეთი დარწმუნდა, რომ არჩევნებმა ადმინისტრირების მაღალი ხარისხის ფონზე ჩაიარა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია
“ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნებს დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა, გუშინ კი გვარამიამ მორიგი წამოცდენა გააკეთა, “როცა პარლამენტში არც ერთი პარტია არ შედის, ნიშნავს, რომ ოპოზიციური ნაწილი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას” მსოფლიო არ აღიარებიდან, ოპოზიციის არ აღიარებამდე დავედით, რაც დიდი პროგრესია”, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძის თქმით, გვარამიას აღიარება, რომ არჩევნებს მხოლოდ ოპოზიცია არ აღიარებს შემთხვევითი არ არის და როგორც ჩანს, ოპოზიციის პარტნიორი დასავლეთი, დარწმუნდა, რომ არჩევნებმა ადმინისტრირების მაღალი ხარისხის ფონზე ჩაიარა, სადაც დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
“შესვლა? არ შესვლა? საკითხავი აი ეს არის! არჩევნების შემდეგ საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არ შესვლაა, ოპოზიცია დღემდე ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამტკიცებს აღქმების დონეზე, ფაქტობრივი მტკიცებულება რა თქმა უნდა არ აქვთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაყალბება არ მომხდარა, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნებს დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა, გუშინ კი გვარამიამ მორიგი წამოცდენა გააკეთა, “როცა პარლამენტში არცერთი პარტია არ შედის, ნიშნავს, რომ ოპოზიციური ნაწილი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას” მსოფლიო არ აღიარებიდან, ოპოზიციის არ აღიარებამდე დავედით, რაც დიდი პროგრესია. გვარამიას აღიარება, რომ არჩევნებს მხოლოდ ოპოზიცია არ აღიარებს შემთხვევითი არ არის, როგორც ჩანს ოპოზიციის პარტნიორი დასავლეთი, დარწმუნდა, რომ არჩევნებმა ადმინისტრირების მაღალი ხარისხის ფონზე ჩაიარა, სადაც დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. დასავლეთი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გვარამია არ იტყოდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას მხოლოდ ოპოზიცია არ აღიარებს! პარლამენტს ლეგიტიმაციას არა დასავლეთი ან ოპოზიცია, არამედ ქართველი ხალხი აძლევს, რომელმაც თავისუფალი არჩევნების პირობებში საკუთარი არჩევანი გააკეთა და მმართველ გუნდს ნდობა გამოუცხადა”, – წერს დავით ჩიხელიძე.