“იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩევა” – მეუფე შიო მუჯირი

საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე საკუთარი პოზიცია მეუფე შიო მუჯირმა დააფიქსირა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, დღევანდელ მსოფლიოში აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩევა.

“დღეს მსოფლიო ისე ვითარდება მოვლენები, იმისთვის, რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიო წესრიგში, აუცილებელია მთავარი ღირებულებების გადარჩევა – ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია.

მე მაქვს იმედი, რომ დღევანდელი დღე, დღევანდელი არჩევნები იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ამ მიზნისკენ”, – განაცხადა შიო მუჯირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები