„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მრავალგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა საჩხერის 50-ე ოლქში. სხვიტორის 39-ე უბანზე მისცა.
ტალახაძემ აღნიშნა, რომ ხმა მისცა მშვიდობას, ერთობას და ქვეყნის ევროპისკენ სვლას. მან ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
საჩხერეში საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. სხვიტორის 39-ე უბანი ზუსტად 08:00 ყველა პროცედურის დაცვით გაიხსნა. ხმის მიცემას აქ მოქალაქეები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებენ, უბანზე 1052 ამომრჩეველია რეგისტრირებული და უამინდობის მიუხედავად აქტივობა დილიდანვე მაღალია.