გორში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეათე ნომერმა, გენო პეტრიაშვილმა დააფიქსირა.
მისი თქმით, ხმა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მისცა.
„მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, ღირსეულ განვითარებას, სტაბილურ განვითარებას. მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ მობრძანდნენ, მოიხადონ საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე და გააკეთონ სწორი არჩევანი მშვიდობისა და ღირსეული განვითარებისთვის“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.