ლორიკ ნასკა: ამომრჩევლის ნაკადი დიდია, კარგის ნიშანია

,,არჩევნები დაიწყო, ეს პროცესი ქვეყნის ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და დემოკრატიის ზეიმი”, – ამის შესახებ უნგრეთის პარლამენტის წევრმა ლორიკ ნასკამ საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ამომრჩევლის დიდი ნაკადია, რაც კარგის ნიშანია.

„მე დავესწარი საარჩევნო უბნის გახსნას, ის ზუსტად დილის 8 საათზე გაიხსნა. დამკვირვებლები და საარჩევნო დელეგაციის წევრები სრული შემადგენლობით არიან წარმოდგენილნი. საარჩევნო პროცესისთვის ყველაფერი წინასწარ იყო მზად და ეს ძალიან კარგია.

ხალხი მოდის დილიდან, ამომრჩევლის ნაკადი დიდია, ესეც კარგის ნიშანია. არიან საერთაშორისო დამკვირვებლებიც“, – აღნიშნა ლორიკ ნასკამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

საარჩევნო პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

პარლამენტის არჩევნებს აკვირდება 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 ათასზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე სხვა ქვეყნის საარჩევნო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები