თორნიკე რიჟვაძე: ხმა მივეცი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და იმ ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მე-16 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დღეს, ტარდება როგორც საქართველოს პარლამენტის არჩევნები, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, ჩვენს რეგიონში ამომრჩეველს უწევს, გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და იმ ოცნების ახდენას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და გაერთიანება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები