უნგრელი დამკვირვებელი ფანი ლაიკო: ვაკვირდებით რამდენად გამჭვირვალეა პროცესი, რამდენად დემოკრატიულია და რამდენად ეძლევა ამომრჩეველს თავისუფლად ხმის მიცემის საშუალება

,,ჩვენ, საერთაშორისო დამკვირვებლები მოვედით აქ, რათა თვალი ვადევნოთ როგორც საარჩევნო უბნების გახსნას, ისე საარჩევნო პროცესს”, – ამის შესახებ უნგრელმა დამკვირვებელმა, ფანი ლაიკომ საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

,,ვაკვირდებით რამდენად გამჭვირვალეა პროცესი, რამდენად დემოკრატიულია და რამდენად ეძლევა ამომრჩეველს თავისუფლად ხმის მიცემის საშუალება. ჩვენ დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე”, – აღნიშნა ფანი ლაიკომ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები