ნიკოლოზ სამხარაძე: კეზერაშვილი პენსიონერებისგან ნაძარცვ ფულს ანაწილებს ოპოზიციურ პარტიებში, ტელევიზიებში თუ „ენჯეოებში“, შემდეგ კი ისინი ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ ეს თანხები

“კეზერაშვილი პენსიონერებისგან ნაძარცვ ფულს ანაწილებს ოპოზიციურ პარტიებში, ტელევიზიებში თუ „ენჯეოებში“, შემდეგ კი ისინი ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ ეს თანხები”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ქოლცენტრებიდან“, სადაც იძარცვებიან ევროპელი პენსიონერები არალეგალური ფული ხმარდება სწორედ ოპოზიციის დაფინანსებას. რა თქმა უნდა, არ ვიცი ამ კონკრეტული საქმის გამოძიების დეტალები, თუმცა ყველა სხვა საქმე, რომელიც მანამდე იყო გამოძიებული, მიგვითითებს იმაზე, რომ ამ ყველაფერს ჰყავს ერთი თავი – ეს არის კეზერაშვილი, რომელიც შემდეგ უკვე ამ ნაძარცვ ფულს ანაწილებს ოპოზიციურ პარტიებში, ტელევიზიებში თუ „ენჯეოებში“, შემდეგ კი ისინი ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ ეს თანხები“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები