ირაკლი ქადაგიშვილი: 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ მშვიდობა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი ამომრჩევლებს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად უნდა აირჩიოს მშვიდობა.

„ჩემო თელაველებო, ლაგოდეხელებო, ყვარლელებო და ახმეტელებო,

მოგმართავთ მადლიერების გრძნობით და პირველ რიგში, მადლობას გიხდით თქვენი აქტიურობისთვის, რაც ორი თვის მანძილზე გამართულ შეხვედრებზე ნათლად გამოიხატა. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და ჩართულობისთვის, რადგან თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც ხალხთან მისვლის არ ეშინია. პირიქით, ხალხთან ერთად დგომა და ჩვენი მოსახლეობის თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა განვითარების იმ გზაზე, რომელსაც გადის ჩვენი ქვეყანა.

განვითარება არ იქნება და კეთილდღეობა ვერ მიიღწევა, არეულობისა და ომის პირობებში. ჩვენმა ქვეყანამ ათწლეულების მანძილზე ქარტეხილების კვალდაკვალ, საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნების რიგებში, იმისთვის არ დაიკავა ღირსეული ადგილი, რომ დღეს, ვინმეს ვიწრო პარტიულ ინტერესებს შევწიროთ მისი მომავალი.

მშვიდობას არა აქვს ალტერნატივა, მშვიდობის გარეშე შეუძლებელია განვითარება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს, ყველამ ერთად უნდა ავირჩიოთ მშვიდობა. მჯერა, თითოეული თქვენგანი მიხვალთ საარჩევნო უბანზე და სწორ მოქალაქეობრივ სულისკვეთებას გამოავლენთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტი გახდება.

განვითარება არ უნდა შეჩერდეს! ჩვენ, ერთად შევძლებთ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საჭირო სიახლის დანერგვას და პროექტების განხორციელებას, როგორც სოფლად, ისე ქალაქად.

უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გავხდებით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

მშვიდობა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენ და ჩვენ სამშობლოს, მრავალჟამიერ!”, – წერს ირაკლი ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები