Concentrix Georgia-ს დირექტორი: სამართალდამცველებთან სრული გამჭვირვალობით ვთანამშრომლობთ, პოლიცია ჩვეულებრივ გამოძიებას ატარებს, თუმცა ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ

კომპანია „კონცენტრიკს საქართველოში”, სადაც ჩხრეკა სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გამოძიების დასრულებას ელოდებიან. როგორც კომპანიის დირექტორმა ალფერ ალთენმა განმარტა, სამთავრობო უწყებებს გამოძიებაში ეხმარებიან და სრულად თანამშრომლობენ.

„ჩვენ საქართველოში ჯერ კიდევ ვფუნქციონირებთ, თუმცა, ჩვენი ზოგიერთი ტექნიკური აღჭურვილობა წაღებულია, ამიტომ ამჟამად მათი ჩანაცვლების პროცესში ვართ. ამ წუთში ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, პოლიცია ჩვეულებრივ გამოძიებას ატარებს. ჩვენ მათ მივაწოდეთ ყველაფერი რაც გვთხოვეს და მომავალშიც ყველაფერს მივაწვდით რაც დასჭირდებათ. სამართალდამცველებთან სრული გამჭვირვალობით ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები