ფეთჰულაჰ გიულენი პენსილვანიაში, საკუთარი რეზიდენციის ტერიტორიაზე დაკრძალეს

თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ფეთჰულაჰ გიულენი მისი რეზიდენციის ტერიტორიაზე, პენსილვანიაში დაკრძალეს, – ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.

მედიის ცნობით, დაკრძალვას ოჯახის წევრები და მასთან დაახლოებული პირები ესწრებოდნენ.

გიულენი 20 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის პენსილვანიაში ცხოვრობდა. თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მის ექსტრადიციას, თუმცა ამერიკულ მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.

გიულენი და ერდოღანი მოკავშირეები იყვნენ, თუმცა 2016 წელს თურქეთის პრეზიდენტმა ის და მისი მომხრეები სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში დაადანაშაულა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, გიულენი სათავეში ედგა 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომლის შედეგად 252 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 734 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები