დავით გალუაშვილი: როცა გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის „მაქინაციებზე“ მიანიშნებს, უნდა აღვნიშნო, რომ „მტკვარი ჰესი-ზე“, რომელსაც ბაჩიაშვილი მართავდა, დაგეგმილ ბიუჯეტზე გადახარჯულმა თანხამ 100 მლნ დოლარს გადააჭარბა, საქმეს პროკურატურა იძიებს

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ გენერალური დირექტორი დავით გალუაშვილი TV პირველის გადაცემის „ნოდარ მელაძის შაბათი” ანონსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ, რომელიც გადაცემაში ბიძინა ივანიშვილის მიერ თითქოსდა თანხების მითვისებაზე საუბრობს, საქმეს პროკურატურა იძიებს და ბაჩიაშვილი დღესაც გამოძიების ქვეშაა.

დავით გალუაშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სწორედ არჩევნების წინა ღამეს აკეთებს ბაჩიაშვილი ზემოთ ხსენებულ ცილისმწამებლურ განცხადებებს და ამით ხდება თემის პოლიტიზება.

„შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის „მაქინაციებზე“ მიანიშნებს, უნდა აღვნიშნო, რომ ზ/ა პროექტებიდან ერთ-ერთი, „მტკვარი ჰესი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბაჩიაშვილი მართავდა, დაგეგმილ ბიუჯეტზე გადახარჯულმა თანხამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა! შევახსენებ საზოგადოებას, რომ სწორედ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და გიორგი ბაჩიაშვილი დღესაც გამოძიების ქვეშაა. მე ვერაფერს ვიტყვი ბიტკოინების საქმის შესახებ, გარდა იმისა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, როდესაც ბაჩიაშვილმა ბატონ ბიძინას კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა და საქმე სასამართლოშია. სწორედ ამ დროს, არჩევნების წინა ღამეს, გამოდის ბაჩიაშვილი და აკეთებს ასეთ ცილისმწამებლურ განცხადებებს“, – განაცხადა დავით გალუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები