შალვა პაპუაშვილი: ხვალ, ხალხი დაანახებს ყველას, როგორია გარედან თითის ქნევა

,,ჩვენ ამოვდივართ არა იქიდან ვინ, რას ამბობს – ასეთი გადაცემა იყო 90-იან წლებში „ამბობენ“, „ამბობენ-ზე“ კი არ ვართ ჩვენ, ჩვენ ჩვენი თვალები გვაქვს და ამ თვალებით ვხედავთ, ჩვენი ყურები გვაქვს და ამ ყურებით გვესმის, ჩვენი გონება გვაქვს იმისთვის, რომ განვსაჯოთ, რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო მედია „ქართული ოცნების“ შესახებ საუბრობს, როგორც რუსებზე და რას ნიშნავს ასეთი გამოხმაურებები.

პაპუაშვილის თქმით, ხალხი დაანახებს ყველას შიგნითაც და გარეთაც, როგორია გარედან თითის ქნევა.

„ხვალ, ქართველი ხალხი დაანახებს ყველას შიგნითაც და გარეთაც, როგორია გარედან თითის ქნევა, როგორია ქართველებისთვის მტრების წოდება და როგორია ქართველ ხალხზე დეზინფორმაციის გავრცელება. ყველაფერ ამაზე პასუხი იქნება ხვალ, საღამოს 8 საათზე.

ბოდიში, ჩვენ უცხო პლანეტიდან ჩამოსული ხელისუფლება ხომ არ ვართ, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი ხელისუფლება, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის ხელისუფლება, ასე ფიქრობენ დემოკრატიული ადამიანები და ვინც ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთისგან აცალკევებს, ამას აკეთებენ ტოტალიტარული რეჟიმის და იდეოლოგიის მქონე ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას არ აიგივებენ ხალხთან. საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს იმ ხალხს, 23 ოქტომბერს რომ იხილა ოპოზიციამ და ორი დღეა ტრაურშია, ჩამოსტირით ცხვირ-პირი, დაინახეს, სად დგას ქართველი ხალხი. საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს იმ ხალხს, რომელიც 17 მაისს გამოსული იყო საქართველოს ქალაქების ქუჩებში და ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა ოპოზიციას, მათ აქტივისტებს, მათ ამომრჩევლებს, ხალხს, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და სოციალურ ქსელში ჩვეულებრივ ბოღმის გავრცელებით არიან დაკავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები