მერია: ქალაქ ფოთს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ფოთში ნიკოლაძის სანაპიროს კეთილმოწყობა დაიწყო, სადაც სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე სივრცეები შეიქმნება: სპორტული, საბავშვო და საზოგადოებრივი ზონები. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, მცირე ზომის ამფითეატრი, მინი სპორტული მოედნები, შადრევანი, გამწვანებული სარეკრეაციო ზონები და მემორიალის დეკორატიული კედელი. დაგეგმილია მდინარეზე არსებული პირსის რეაბილიტაცია.

ნიკოლაძის სანაპიროს კეთილმოწყობისთვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და შემდეგი კვირიდან დაიწყება აქტიური სამუშაო პროცესი.
პროექტის ღირებულება 4 934 600 ლარია და იგი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

,, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ფოთის, ხობის და სენაკის დელეგატს პარლამენტში, გიორგი ხახუბიას და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ადგილობრივი საკონტეინერო მოსაკრებლის კანონის მხარდაჭერისთვის. სწორედ ამ მოსაკრებლიდან მიღებულმა შემოსავალმა მოგვცა საშუალება განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი — ნიკოლაძის სანაპიროს კეთილმოწყობა”-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები