ფლორიდაში, ქარიშხალ „მილტონს“, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

ფლორიდაში, ქარიშხალ „მილტონს“, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აღნიშნული ქარიშხალი ამ დროისთვის პირველ კატეგორიამდე შესუსტდა და ქარის სიჩქარე 150 კმ/სთ-მდე დაეცა.

ქარიშხალი „მილტონი“ აშშ-ის ფლორიდის შტატს თავს წუხელ დაატყდა. თავდაპირველად მას მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ქარიშხლის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა.

სტიქიის გამო შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული.

როგორც ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დე სანტისმა განაცხადა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დაზუსტებული და სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელს შტატში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები