“მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა” – შიო მუჯირი
“უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.
მიტროპოლიტის თქმით, დღეს შესანიშნავი მოვლენა აღინიშნება.
„დღეს აღვნიშნავთ შესანიშნავ მოვლენას, ამ დიდებული ხელნაწერის, პალიმფსესტის საქართველოში ჩამოტანას და ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ისტორიულ სიძველეებსა და მათ მნიშვნელობაზე. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ დიდებული შენაძენით გაამდიდრა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“, – განაცხადა მეუფე შიომ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი და მის მიერვე აკინძული ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საკუთრებაში გადაეცა.