თეა წულუკიანი: ჩვენ სამწუხაროდ, ერთმანეთს დავუპირისპირდით წარსულში და ერთად ვეძიოთ თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ერთმანეთთან შეხვედრის სწორი ფორმები

,,ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის აგრესიულ, ზიზღით სავსე განცხადებებს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეებისადმი. ამ ოპოზიციონერებს ჰგონიათ, რომ არც ცხინვალში და არც სოხუმში მათ გამონათქვამებს არავინ უსმენს”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის გაერთიანების სწორი ფორმებია საძებნი.

„ჩვენ სამწუხაროდ, ერთმანეთს დავუპირისპირდით წარსულში და ერთად ვეძიოთ თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და ერთმანეთთან შეხვედრის სწორი ფორმები. ოპოზიციას ეს არ აწყობს, არ მოსწონს და ამიტომ არის მტრულად განწყობილი საკუთარი ქვეყნისადმი და ამ ქვეყანაში სოხუმი, ცხინვალი და იქ მცხოვრები ადამიანებიც მოიაზრებიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები