მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია, ოჯახური ფასეულობების დაცვა რატომ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვას

,,წარმოუდგენელია, ოჯახური ფასეულობების დაცვა რატომ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„წარმოუდგენელია, ოჯახური ფასეულობების დაცვა რატომ მოდის წინააღმდეგობაში ადამიანის უფლებების დაცვასთან. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში არაფერი დისკრიმინაციული არ არის და წინააღმდეგობაში არ მოდის ანტიდისკრიმინაციულ კანონთან. რაც მთავარია, ეს კანონი წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც ქვეყანაში იყო, არის და დარჩება ადამიანის უფლებების დაცვის მთავარ გარანტად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები