პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე

,,ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის ძალიან ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„თქვენ გყავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე. აქ არიან ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას, რომელიც იტანჯება რუსეთის ოკუპაციის გამო ორ სეპარატისტულ რეგიონში. ჩვენ ასევე ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ვცდილობთ, მოვძებნოთ გრძელვადიანი პერსპექტივა ამჟამინდელი ვითარებისთვის. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ეს დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

რაც შეეხება 2008 წლის ომს, მსურს, ცხადად განვაცხადო, ქაოსისა და განადგურების უკან, იმის უკან, რაც ახლა უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში, ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ადგილას: სირიაში, საჰელის რეგიონში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის იყო დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ქაოსით და არეულობით. განსაკუთრებით ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ჩვენ ყველა ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და სასტიკ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა ძალიან ცხადი მხარე დაიკავა. ჩვენ არ ვიღებთ ნეოკოლონიალისტურ და იმპერიალისტურ ამბიციებს. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ. მიუღებელია, დიდი და ძლიერი ქვეყანა შეიჭრას უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები