1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის შესახებ საარქივო დოკუმენტები ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის ამსახველი საარქივო დოკუმენტების კოლექცია გამოქვეყნდა.

საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებში ამ ისტორიულ მოვლენაზე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი მასალაა დაცული. საარქივო დოკუმენტებში ასახულია ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის ფორმები (ლოკალური აჯანყებები, მშვიდობიანი დემონსტრაციები, მიმართვები საერთაშორისო თანამეგობრობას და სხვ.), საქართველოს ემიგრანტული მთავრობის როლი ამ მოძრაობაში, 1924 წლის აჯანყების მომზადების ეტაპები, აჯანყების მარცხი და რეპრესიების მორიგი ტალღა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საარქივო მასალა ინფორმაციას გვაწვდის საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების მასშტაბის შესახებ და წარმოაჩენს აჯანყების როლს ქართულ ეროვნულ მოძრაობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები