“ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერმა დააფიქსირა თავისი პოზიცია აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე; გაჟღერდა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედებები, რომლებიც უკავშირდება დასანქცირებებს” – გორდულაძე

“ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე, გაჟღერდა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედებები, რომლებიც უკავშირდება დასანქცირებებს”, – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

დეპუტატი აშშ-ის ელჩთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრას გამოეხმაურა.

“სახელობითად გაჟღერდა კონკრეტული სამართალდამცავების სახელები და გვარები. გვახსოვს, წინა შემთხვევაში თვითონ თქვეს, ჩვენი კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავასახელოთ ადამიანებიო, და ახალა – წინასაარჩევნო პერიოდში მათმა კანონმდებლობამ, როგორ დავიჯერო, რომ მისცა შესაძლებლობა, დაესახელებინათ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებზეც სანქციები გავრცელდება. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი ქვეყნის – ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრაზე. გაჟღერდა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ქმედებები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, უკავშირდება დასანქცირებებს და ეს არის მიახლოება წითელ ზღვართანაც კი და თუ ეს წითელი ზღვარი გადაილახება, მაშინ უკვე ჩვენი ქვეყანაც იფიქრებს ურთიერთობების სისტემურ გადახედვაზე“, – განაცხადა  გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები