არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფარული მიყურადების განხორციელების სფეროში ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშის მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობაში, კავშირგაბმულობის კომპანიები მონაცემებზე სრულ კონტროლს ინარჩუნებენ და მიყურადების ღონისძიებებში მხოლოდ მაშინ თანამშრომლობენ, როდესაც მათ სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებას წარუდგენენ. ევროკავშირის წევრთა შორის მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს უწყება ინარჩუნებს მიყურადების ღონისძიებებზე სრულ კონტროლს და არ საჭიროებს კომპანიების გაფრთხილებას.

საფრანგეთი

თანამშრომლობა რეალურ დროში მიყურადების განხორციელებისას

საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულთა გამოძიებისათვის, იმ შემთხვევაში თუ სასჯელის სახედ გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, სულ მცირე ორი წლის ვადით, საჭიროების შემთხვევაში გამოძიების მიზნებისთვის გამომძიებელ მოსამართლეს (“juge d’instruction”) აქვს უფლებამოსილება, რომ დაუშვას მიყურადების განხორციელება, კორესპონდენციის ჩაწერა და გადაწერა. საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს წერილობით და მაქსიმუმ 4 თვის ვადით (რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ გახანგრძლივდეს იმავე ვადითა და ფორმით).
საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 706-ე, 95-ე მუხლის შესაბამისად, ორგანიზებული დანაშაულისა და სამართალდარღვევის გამოძიების მიზნებისათვის ,პროკურორს შეუძლია მიმართოს თავისუფლების აღკვეთასა და დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელ მოსამართლეს (“juge des libertés et de la detention”) და მოითხოვოს მიყურადების განხორციელების, კორესპონდენციის ჩაწერის ან გადაწერის ნებართვა, კოდექსის ზემოთ მითითებული მე-100 მუხლისა და მისი მომდევნო მუხლების შესაბამისად. ფარული მიყურადება შეიძლება დაშვებულ იქნას მაქსიმუმ 15 დღის განმავლობაში, რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ გახანგრძლივდეს იმავე ვადითა დაფორმით.
საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოსამართლის ბრძანების გარეშე, მოსამართლეს თავისი გადაწყვეტილებით, ან მიერ განსაზღვრულ პოლიციელს ან პროკურორს უფლება აქვს, გამოსცეს სასამართლო ორდერი, რომლითაც კომუნიკაციის სფეროში მომუშავე ოპერატორი ვალდებული იქნება, ითანამშრომლოს ფარული მიყურადების განხორციელების ღონისძიებაში.
1 ფრანგული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, მიყურადება ხორციელდება გამომძიებელი მოსამართლის უფლებამოსილებისა და ზედამხედველობის ფარგლებში. იგივე მუხლი მკაფიოდ განმარტავს, რომ მოსამართლის ასეთი გადაწყვეტილება არ არის სასამართლო გადაწყვეტილება და, შესაბამისად, არ ექვემდებარება გასაჩივრებას არცერთ მოსამართლესთან.
კომუნიკაციის მონაცემების გამხელა
საფრანგეთის კოდექსი ფოსტისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
ფოსტისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საფრანგეთის კოდექსის მუხლი L34-1-III ავალდებულებს ელექტრონული კავშირგაბმულობის მიმწოდებელ კომპანიებს, შეინახონ საკომუნიკაციო მონაცემები ერთი წლის განმავლობაში, ძირითადად, კვლევისა და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნებისათვის.
კოდექსის მუხლი L32-1-II აკონკრეტებს, რომ ელექტრონული კავშირგაბმულობის მიმწოდებელი კომპანიები ვალდებულნი არიან, შეიმუშაონ შესაბამისი შიდა პროცედურები, რომლითაც შეძლებენ, სათანადო პასუხი გასცენ სახელმწიფო უწყებებს მომხმარებელთა მონაცემების შესახებ. იგივე წესი ვრცელდება ინტერნეტის მიმწოდებლებზეც.
გერმანია

რეალურ დროში კანონიერი მიყურადების წარმოებაში თანამშრომლობა

გერმანიაში არ არის კონკრეტული კანონი, რომელიც ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს ანიჭებს კანონიერ უფლებამოსილებას, მოითხოვონ პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ქსელებზე ამ კომპანიების საოპერაციო კონტროლისა და ზედამხედველობის გარეშე.
გერმანიის კომუნიკაციების შესახებ აქტი (გერმანული აქტი) ავალდებულებს გარკვეული საკომუნიკაციო სისტემის ოპერატორებს, რომლებიც საკომუნიკაციო მომსახურებას უწევენ ფართო საზოგადოებას, რომ იქონიონ ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობანი იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ფარული მიყურადების ღონისძიების განხორციელება კანონის შესაბამისად (გერმანული აქტის მუხლი 110).
გერმანული აქტის 110-ე მუხლი ავალდებულებს საკომუნიკაციო სისტემის ოპერატორებს, რომლებიც საკომუნიკაციო მომსახურებას უწევენ ფართო საზოგადოებას (როგორც ეს დაზუსტებულია აღნიშნული აქტის მე-3 მუხლში), რომ იქონიონ ტექნიკური შესაძლებლობანი და განახორციელონ ორგანიზაციული ღონისძიებანი იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს ისეთი ფარული მიყურადების ღონისძიებათა განხორციელება, რომელიც კანონით ერთმნიშვნელოვნად არის დაშვებული. ამაში იგულისხმება ოპერატორების ვალდებულება, იქონიონ მიყურადებისთვის საჭირო შესაძლებლობანი, რათა დაუყოვნებლივ განახორციელონ მიყურადება (მათ შორის, მოთხოვნილი მონაცემების ასლის გადასაცემად).

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (გერმანიის კოდექსი)

Strafprozessordnung-ის (გერმანიის კოდექსი )100a მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის, პროკურორმა საჭიროა განცხადებით წინასწარ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ორდერის გამოცემა (ან, გადასახადებთან დაკავშირებულ დანაშაულებზე – საგადასახადო უწყებას). თუმცა, გადაუდებელ შემთხვევებში, პროკურატურასაც აქვს უფლება, გასცეს აღნიშნული ორდერი, რომელიც სასამართლომ უნდა დაამტკიცოს სამ სამუშაო დღეში. სხვა შემთხვევაში, ის ძალადაკარგულად გამოცხადდება (გერმანული კოდექსის მუხლი 100b (1)).
აღნიშნული ორდერი შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული ფაქტები ქმნიან ეჭვის საფუძველს, რომ ჩადენილია გერმანული კოდექსის მუხლით 100a (2) გათვალისწინებულ მძიმე დანაშაულთაგან ერთ-ერთი (ან ისეთ შემთხვევებში, როცა ასეთი დანაშაულის მცდელობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს – სახეზეა დანაშაულის ჩადენის მცდელობა ან ასეთი დანაშაულის დასაგეგმად ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული) და დანაშაული, ცალკე განხილული, განსაკუთრებული სიმძიმით ხასიათდება და როდესაც ფაქტების ან ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენასხვა გზებით მნიშვნელოვნად გართულდებოდა (გერმანული კოდექსის მუხლი 100a(1)).
ყველა პირი, რომელიც უზრუნველყოფს კომერციულ საკომუნიკაციო მომსახურებას ან მონაწილეობას იღებს ამ მომსახურების მიწოდებაში, ვალდებულია დახმარება აღმოუჩინოს პროკურატურას (და პოლიციაში მომუშავე ზოგიერთ თანამდებობის პირს ან საგადასახადო საკითხებზე – საგადასახადო უწყებას) ფარული მიყურადებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება/კავშირთა ჩაწერასა და ყველა საჭირო ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებაში (გერმანული კოდექსის მუხლი 100b (3)). აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებები დაზუსტებულია გერმანული აქტის 110-ე მუხლითა და the TKÜV/TR-TKÜV.
ეროვნული უსაფრთხოების ბრძანების აქტის მე-10 მუხლი (Artikel 10-Gesetz-G10)

მუხლი 3 G10-ის მიხედვით, ორდერი შეიძლება გაიცეს, როდესაც არსებული ფაქტები ქმნის ეჭვს, რომ თავისუფალი დემოკრატიული წყობის ან გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ან მისი ფედერალური შტატების უსაფრთხოების წინააღმდეგ იქნება, არის ან იყო ჩადენილი მძიმე დანაშაული, ან პირი არის ისეთი ჯგუფის წევრი, რომელიც განიზრახავს ასეთი დანაშაულის ჩადენას და ასეთი ფაქტების გამოძიება სხვაგვარად მნიშვნელოვნად გართულდებოდა.
მე-5 მუხლის (თავმოყრილ კავშირებთან დაკავშირებით) ან მუხლი 8 G10-ის შესაბამისად, ორდერი შეიძლება გაიცეს იმ შემთხვევაში, როდესაც ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია საჭიროა გერმანიაზე სამხედრო თავდასხმისა ან ტერორისტული აქტის საშიშროების თავიდან ასაცილებლად; ასევე, ისეთი საფრთხეების ასაცილებლად, როგორიცაა: საერთაშორისო ნარკოტრეფიკინგი, ფულის გათეთრება, ან მსგავსი დანაშაულები (მუხლი 5(1) G10) და თუ საფრთხე ემუქრება საზღვარგარეთ მყოფი პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, თუ ეს საფრთხე პირდაპირ კავშირშია გერმანიის ინტერესებთან (მუხლი 8G10).
კავშირგაბმულობის კომპანიებმა სადაზვერვო სამსახურს უნდა მისცენ მათ შენობებში შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობების დამონტაჟების შესაძლებლობა და მიანიჭონ ფედერალური სადაზვერვო სასამხურის და G10 კომისიის შესაბამის წარმომადგენლებს წვდომის უფლება (გერმანული აქტის მუხლი 110(1) No. და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგის შესახებ ბრძანების (TKÜV) მუხლი 27). გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად არის გაწერილი ტექნიკურ გაიდლაინებში (TKÜV და TR-TKÜV).
თუმცა აღნიშნული მოწყობილობები არ წარმოადგენს მიყურადებისთვის საჭირო ტექნიკას. მიყურადება ხორციელდება კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ, რომელიც შემდგომ ელექტრონულად გადასცემს კომუნიკაციის ე.წ. „მიყურადების ასლს“ (Überwachungskopie) ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მოწყობილობებს. ეს მოწყობილობა გადაცემულ მონაცემებს ფილტრავს წინასწარ განსაზღვრული ძებნის ტერმინების გამოყენებით და მისი არარელევანტური ნაწილი იშლება მანამდე, სანამ რელევანტური ნაწილი ფედერალური დაზვერვის სამსახურს გადაეცემა.

კომუნიკაციის მონაცემების გამხელა

ეროვნული უსაფრთხოების ბრძანების აქტი ავალდებულებს ნებისმიერ პირს, რომელიცუზრუნველყოფს ან ჩართულია კავშირგაბმულობის კომერციული მომსახურების მიწოდებაში, გასცეს ინფორმაცია მომხმარებლის, ხაზის იდენტიფიკაციის და სხვა ტიპის მონაცემების შესახებ კონკრეტული, ფიზიკური მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. მოთხოვნა შეიძლება მოდიოდეს სამართალდამცავი ორგანოებიდან, საგარეო და შიდა სადაზვერვო სამსახურებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან. მონაცემების მომთხოვნი ორგანოს უფლებამოსილება და მოთხოვნის შინაარსი მკაცრად არის დარეგულირებული (გერმანული აქტის მუხლი 113).

მომხმარებლის შესახებ ცნობები, ხაზის იდენტიფიკაცია და სხვა მონაცემები

ეროვნული უსაფრთხოების ბრძანების აქტის მუხლი 113 ავალდებულებს ნებისმიერ პირს, რომელიც უზრუნველყოფს ან ჩართულია კომერციული კავშირგაბმულობის მომსახურების მიწოდებაში, გადასცეს ინფორმაცია მომხმარებლის, ხაზის იდენტიფიკაციის და სხვა ტიპის მონაცემების შესახებ (რაც დაზუსტებულია გერმანული აქტის შემდეგ მუხლებში: 95-ე და111-ე) გარკველ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც ჩამოთვლილია აქტის 113 (3)-ე მუხლში (სამართალდამცავი ორგანოები, საგარეო და შიდა სადაზვერვო სამსახურები და სხვა სახელმწიფო ორგანოები), რამდენადაც ეს საჭიროა დანაშაულისა და ადმინისტრაციული გადაცდომის გამოსაძიებლად და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისუზრუნველსაყოფად და/ან ამასთან დაკავშირებული ორგანოების კანონისმიერი ფუნქციების განსახორციელებლად.
მოთხოვნა უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) და უნდა ეფუძნებოდეს კანონით გაწერილ მკაფიო დაშვებას. ასეთ ავტორიზაციებსა და დაშვებებს (რომლებიც, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად აზუსტებდნენ სათანადო მოთხოვნებს) ადგენს, მაგალითად, გერმანული კოდექსის მუხლი 100j, ZFdG-ის მუხლები 7 და 15, BKAG-ის მუხლები 7, 20b და 22, BPolG-ის მუხლი 22a, BVerfSchG-ის მუხლი 8d, MADG-ის 4b დაBNDG-ის მუხლი 2b.

საბერძნეთი

რეალურ დროში კანონიერი მიყურადების წარმოებაში თანამშრომლობა
საბერძნეთის კონსტიტუციის 19(1)-ე მუხლის მიხედვით, მიმოწერის კონფიდენციალურობა არ შეიძლება გამჟღავნდეს. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც სასამართლო ხელისუფლება არ არის ვალდებული, დაიცვას კონფიდენციალურობის ეს წესი, თუ საქმე შეეხება ეროვნულ უსაფრთხოებას ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს.
კანონი 2225/1994 მიღებულ იქნა საბერძნეთის კონსტიტუციის 19(1)-ე მუხლის საფუძველზე და აწესებს იმ პროცედურას, რომლითაც სასამართლომ და სხვა სახელმწიფო უწყბებმა უნდა იხელმძღვანელონ, როდესაც მათ სურთ კონფიდენციალურობის წესში ჩარევა.
განაცხადი პირადი საიდუმლოების მოხსნასთან დაკავშირებით (რაც კერძო მომხმარებლის მიყურადებაზე ნებართვას ხდის შესაძლებელს) შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისათვის (მუხლი 3) ან გარკვეულ დანაშაულთა იდენტიფიცირებისათვის (მუხლი 4). პირადი საიდუმლოების მოხსნა ასევე დასაშვებია იმ დანაშაულთაგამოსაძიებლად, რომლებიც ჩამოთვლილია საბერძნეთის სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსის 253A მუხლში.
საბერძნეთის კავშირგაბმულობის უსაფრთხოებისა და პირადი საიდუმლოების სააგენტომ(“ADAE”) შეიმუშავა სახელმძღვანელო წესები იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიცკავშირგაბმულობის კომპანიებმა იმისათვის უნდა განახორციელონ, რომ რეალურ დროში ფარული მიყურადების დროს მოხდეს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა (გადაწვეტილებები 52/2009 და 53/2009).
კანონი 2225/1994-ის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირადი საიდუმლოების მოხსნის მიზნით უფლებამოსილი სასამართლო ორგანო გამოსცემს შესაბამის ორდერს. ორდერი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სახელმწიფო უწყების, პროკურორის ან გამომძიებლის შესახებ, რომელიც ითხოვს საიდუმლოების მოხსნას, მის მიზანს და კომუნიკაციის ტიპს და – იმ შემთხვევებში, როდესაც დანაშაულის გამოძიება ხდება – პიროვნების სახელს, რომლის წინააღმდეგაც ხდება პირადი საიდუმლოების გახმობა, და მის საცხოვრებელ მისამართს.
კანონი 2225/1994-ის მე-5 (4) მუხლის შესაბამისად, ორდერის ოპერატიული ნაწილი წარედგინება შესაბამისი კომპანიის ხელმძღვანელს, დირექტორთა საბჭოს, გენერალურ მენეჯერს ან წარმომადგენელს. პრეზიდენტის ბრძანებულება 47/2005-ის 6(1)-ე მუხლის მიხედვით, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს სურს ორდერის აღსრულება, პროვაიდერმა კომპანიამ უნდა ჩართოს მის მართვაში არსებული მოწყობილობა და პროგრამა, რომელიც საჭიროა მიყურადებისათვის. მან ეს უნდა შეასრულოს ორდერის შესახებ ცნობის მიწოდებიდან სამ საათში, მიუხედავად იმისა, თუ როდის ჩაბარდა მას ორდერი და გადაუდებელ შემთხვევაში, რომლის შესახებაც სპეციალურად უნდა აღინიშნოს – რაც შეიძლება სწრაფად. პრეზიდენტის ბრძანებულება 47/2005-ის 7(2)-ე მუხლი აზუსტებს, რომ მიყურადების შესახებორდერის განხორციელება ხდება უფლებამოსილი უწყების მიერ პროვაიდერ კომპანიასთან თანამშრომლობით.
საომარი მდგომარეობის, საგარეო ან მყისიერი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას, აგრეთვე დემოკრატიული წყობის ძალისმიერი დამხობის გამო მობილიზაციის შემთხვევაში, საბერძნეთის კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საბერძნეთის პარლამენტს აქვს უფლებამოსილება, მთავრობის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, შემოიღოს სპეციალური ღონისძიებები. შესაძლებელია ეს ღონისძიებები მოიცავდეს მომსახურების პროვაიდერების ქსელებზე მიყურადების მიზნებისთვის პირდაპირი დაშვების შესაძლებლობას, თუმცა ეს მკაფიოდ არ არის ნახსენები.

კომუნიკაციის მონაცემების გამხელა

პრეზიდენტის 47/2005 ბრძანებულების მე-4 მუხლში ჩამოთვლილია მონაცემთა ის ტიპები, რომელთა გამხელაც შეიძლება სერვისის პროვაიდერს მოეთხოვოს. ეს შესაძლოა, მოიცავდეს მომხმარებლის კონკრეტულ კორესპონდენციას და ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს.
კანონი 2225/1994-ის მე-5(4) მუხლის შესაბამისად, ორდერის ოპერატიული ნაწილი წარედგინება შესაბამისი კომპანიის ხელმძღვანელს, დირექტორთა საბჭოს, გენერალურ მენეჯერს ან წარმომადგენელს.
5-პრეზიდენტის ბრძანებულება 47/2005-ის 7(2)-ე მუხლი აზუსტებს, რომ მიყურადების შესახებ ორდერის განხორციელება ხდება უფლებამოსილი უწყების მიერ პროვაიდერ კომპანიასთან თანამშრომლობით.

უფლებამოსილების განხორციელებაზე ზედამხედველობა

ორდერის შესრულების შემდეგ, ერთი ან მეტი ანგარიში უნდა მომზადდეს მიყურადებაში ჩართული სერვისის პროვაიდერის მიერ, რომელიც წარედგინება იმ სასამართლო ორგანოს, რომელმაც გამოსცა ორდერი, აგრეთვე – ADAE-ს და მოთხოვნის წარმდგენ უწყებას (იხ.კანონი 2225/1994-ის მე-5(5) მუხლი).

ესპანეთი

ესპანეთს არ აქვს კონკრეტული კანონი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ანიჭებს კანონიერ უფლებამოსილებას, პირდაპირი კავშირი მოითხოვონ საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების ქსელებზე ამ კომპანიების საოპერაციო კონტროლისა და ზედამხედველობის გარეშე.
სერვისის პროვაიდერებზე და საჯარო ელექტრონული კავშირგაბმულობის ქსელების ოპერატორებზე შეიძლება გავრცელდეს ვალდებულება კომუნიკაციაზე მიყურადებასთან დაკავშირებით შემდეგ შემთხვევებში:

რეალურ დროში კანონიერი მიყურადების წარმოებაში თანამშრომლობა

სასამართლო პოლიციის ინიციატივით, მოსამართლეს შეუძლია გასცეს მიყურადების შესახებ ორდერი, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ესპანეთის კოდექსი) 579-ემუხლით გაწერილი სამართლებრივი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. ორდერი გაიცემა იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულებებით დგინდება, რომ ასეთი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში საქმისთვის რელევანტური საკითხი ან გარემოება იქნება გამოვლენილი ან დადგენილი.
აგრეთვე, ორგანული კანონი 2/2002-ის მიხედვით, რომელიც 2002 წლის 6 მაისს იქნამიღებული და ეროვნული სადაზვერვო ცენტრის წინასწარ სასამართლო კონტროლს არეგულირებს, ეროვნულ სადაზვერვო ცენტრს („ესც“) უფლება აქვს, მოსთხოვოს სერვისის ოპერატორს მიყურადების განხორციელება იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო მდივანმა ან ესც-ის დირექტორმა ესპანეთის უზენაესი სასამართლოს შესაბამისი მოსამართლისაგ ანაღნიშნული ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოიპოვა სათანადო ნებართვა.
მუხლები 81-101, რომელიც არეგულიებს ელექტრონული კავშირგაბმულობის მომსახურების მიწოდებას, უნივერსალურ მომსახურებასა და მომხმარებელთა დაცვას, დამტკიცებულ იქნა 2005 წლის 15 აპრილის სამეფო ბრძანებულებით 424/2005 (უნივერსალური მომსახურების შესახებ რეგულაცია). აღნიშნული მუხლები განსაზღვრავს იმ პროცედურას და ღონისძიებებს,რომელიც უნდა მიიღონ სერვისის პროვაიდერებმა და ელექტრონული კავშირგაბმულობის ქსელების ოპერატორებმა კომუნიკაციაზე მიყურადების განხორციელებისათვის ისეთ შემთხვევებში, როდესაც მათ ეს კანონით მოეთხოვებათ. უნივერსალური მომსახურების შესახებ რეგულაცია სხვა წესებს შორის ადგენს პროცედურის ზოგად მოთხოვნებს, წვდომისთვის გათვალისწინებულ პირობებს, მონაცემების სახეს, რომელიც უნდა იქნას მიწოდებული უფლებამოსილი ორგანოსათვის (სასამართლო პოლიცია ან ესც-ის აგენტი) და
ოპერაციულ მოთხოვნებს (თავდაპირველ მონაცემებს, მდებარეობას, უფლებამოსილ პერსონალს, კონფიდენციალურობას, რეალურ დროში წვდომას, დაკავშირების საშუალებებსდა ა.შ.).
ამასთან, 2009 წლის 28 იანვრის ბრძანება ITC/110/2009, რომელიც შეეხება კანონიერი მიყურადებისთვის საჭირო პროცედურის ზოგად მოთხოვნებს (ზოგადი ჩარჩო ბრძანება), ადგენს შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებსა და დაკავშირების საშუალებებს, რომელიც უნდა იქნას მიღებული სერვისის პროვაიდერებისა და ელექტრონული კავშირგაბმულობის ქსელების ოპერატორების მიერ იმისთვის, რომ შესაბამის უფლაბამოსილ მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს კომუნიკაციაზე მიყურადების მოთხოვნით.
2003 წლის 3 ნოემბრის ზოგადი ტელეკომუნიკაციის აქტის 32/2003-ის 33-ე მუხლი აწესებსოპერატორის ვალდებულებას, მოახდინოს კავშირის მიყურადება, როდესაც ეს მოთხოვნილია უფლებამოსილი ორგანოს მიერ კავშირის შესაბამისი საშუალებებით, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული ამ მიზნით. ეს აქტი, უნივერსალური მომსახურების შესახებ რეგულაცია და ზოგადი ჩარჩო ბრძანება ერთობლიობაში წარმოადგენენ იმ მოთხოვნათა დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ოპერატორებს აკისრიათ და გასატარებელ ღონისძიებებს ,პროცედურებს, დაკავშირების საშუალებებს და სხვა ტექნიკურ პირობებს.

კომუნიკაციის მონაცემების გამხელა

„მონაცემთა შენახვის შესახებ აქტი“ ადგენს:
1) ოპერატორის ვალდებულებას, რომ შეინახოს კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია (ე.წ.ტრაფიკის მონაცემები) და ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემები და სხვა აუცილებელი ცნობები მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის, რომელიც გენერირდება ან მუშავდება ელექტრონული კავშირგაბმულობის მომსახურებისა და საჯარო კავშირგაბმულობის ქსელების მიწოდებასთან დაკავშირებით; და 2) მოვალეობას გადასცენ ასეთი ტრაფიკის მონაცემები შესაბამის უფლებამოსილ პირს, როდესაც მას ამას მოსთხოვენ უფლებამოსილი სასამართლოს გადაწყვეტილების ან სასამართლო ნებართვის საფუძველზე. სასამართლო პოლიციასა და ესც-ის აგენტების გარდა, „მონაცემთა შენახვის შესახებ აქტი“ მკაფიოდ განმარტავს, რომ საბაჟო დაზვერვის ოფისის თანამშრომლებიც წარმოადგენენ ასეთ შესაბამის უფლებამოსილ პირებს.
„მონაცემთა შენახვის შესახებ აქტის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ოპერატორები ვალდებულნი არიან, გაუმხილონ შენახული მონაცემები შესაბამის უფლებამოსილ პირებს უფლებამოსილი მოსამართლის მიერ გამოცემული სასამართლო ორდერით გათვალისწინებული ინსტრუქციის შესაბამისად და აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა შესაბამისად.
„მონაცემთა შენახვის შესახებ აქტი“, სხვა წესთა შორის, აწესებს ნორმებს კონკრეტული ტიპის ტრეფიკის მონაცემების შენახვის შესახებ, კონკრეტულ ვალდებულებას ტრეფიკის მონაცემების შენახვის შესახებ, დროის პერიოდის შესახებ, რომლის განმავლობაშიც უნდა ინახებოდეს ის ოპერატორის მიერ, პროცედურისა და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ასეთი მონაცემების გადაცემასთან შესაბამისი უფლებამოსილი პირებისათვის და სანქციების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია ოპერატორებისთვის მათი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
აღნიშნული აქტი მკაფიოდ განმარტავს, რომ ის არ შეეხება კომუნიკაციის შინაარსს.
ევროპის კავშირგაბმულობის სტანდარტების ინსტიტუტი (ETSI)1
როდესაც ეს კანონით ნებადართულია, კავშირგაბმულობის კომპანიები, როგორიცაა ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია – ვოდაფონი, ახორციელებენ კანონიერ მიყურადებას ევროპის კავშირგაბმულობის სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტით, რომელიც ადგენს მონიტორინგის სააგენტოს/უწყებასა და ოპერატორის ქსელის განცალკევების აუცილებლობას. ETSI-ს სტანდარტები მოქმედებს მთელ მსოფლიოში ფიქსირებული სატელეფონო კავშირისთვის, ფიჭური, სამაუწყებლო და ინტერნეტტექნოლოგიებზე და შეიცავს ფორმალური გადაცემის დაკავშირების საშუალებას იმისთვის, რომ მონიტორინგის სააგენტოს ან უწყებას არ ჰქონდეს პირდაპირი და უკონტროლო წვდომა ოპერატორთა მთლიან ქსელებზე. სახელმწიფო სააგენტოებმა და უწყებებმა კავშირგაბმულობის ოპერატორებს, მათ მიერკანონიერი მიყურადების განხორციელების დროს, უნდა მისცენ ETSI-ს სტანდარტების დაცვის ყველა შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები