“სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია ისეთ ფიგურად, რომლის ხელთათმანებსაც სისხლის ლაქები არ აქვს” – ვოლსკი

“სალომე ზურაბიშვილი შერჩეულია ისეთ ფიგურად, რომლის ხელთათმანებსაც სისხლის ლაქები არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

“აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმაც თავისი პირობები დააყენა, რომ იგი იქნება ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც დროებითი მთავრობის შემადგენლობას დააყენებს და ეს ყველასთვის წესი და კანონი იქნება, მათ შორის მათთვისაც, ვინც გუშინ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. მაგალითად, როგორიც არის ნიკა გვარამია ან ნებისმიერი სხვა. იმ სიტყვას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილს მოიხსნიებდნენ, ვერც გავიმეორებ, იმდენად უტიფარი და უზრდელურია. ამაში თვალთმაქცობა მეტია და რეალობა არ ჩანს. ეს ყველაფერი და ეს ურთიერთობები ყალბია, მაგრამ ზურაბიშვილს თავისი პირობები აქვს. მთავრობა უნდა წარმოადგინოს და ერთ წელიწადში ველი გაწმინდოს. ალბათ იგივე რეპრესიები სჭირდება, რომელშიც გვარამია უკვე გამოცდილია, შემდეგ უნდა ჩაატაროს არჩევნები. ამ პროცესის ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი თავისი ქოლგით. ეს ქოლგა როგორია – რეალურია, სერიოზულია, ფუფალას დროშაა, ქოლგაა თუ სხვა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები