“ასეთი წყალწაღებული და გოიმური ოპოზიცია საქართველოს ალბათ არც ჰყოლია” – მდინარაძე

“რატომ არ არიან თავგასაყადრებელი ადამიანები, იცით? ხავსად ქცეული მაშველი რგოლები მოგდით უცხოეთიდან, თორემ აბსოლუტურად ნულია დღეს ქართული ოპოზიცია იმიტომ, რომ აგენტი არ შეიძლება რაღაც რეიტინგს ფლობდეს”, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, “არც  სიის პირველმა ნომერმა და არც სხვა ადამიანმა თავი არ უნდა გაიყადროს და მათთან დებატებში არ უნდა დაჯდეს”.

“ეს ჩვენი ქვეყანაა და ამ ქვეყანას მართავს გუნდი, რომელსაც აქვს 60%-მდე რეიტინგი და ამ გუნდის ლიდერი და ამ შემთხვევაში სიის პირველი ნომერი არის ბატონი ბიძინა, რომელსაც ცოტა არ იყოს, სხვა დამსახურება აქვს (ყველაზე რბილად რომ ვთქვათ) ამ ქვეყნის წინაშე“, – განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები