მამუკა მდინარაძე: ობიექტურად მოფიქრალ ადამიანს ძალიან გაუხარდება, რომ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ჟიული შარტავას შვილიშვილი „ქართული ოცნების“ რიგებში არიან

,,ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ობიექტურად მოფიქრალ ადამიანს ძალიან გაუხარდება, რომ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ჟიული შარტავას შვილიშვილი „ქართული ოცნების“ რიგებში არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გუნდში ახალი და წარმატებული სახეები არიან.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ ორი მხარე, ერთ მხარეს არიან გახარებული ადამიანები, რომ მათი მხარდაჭერილი პარტია განახლდა იმ ადამიანებით, რომლითაც ისედაც ამაყობდნენ. ვნახეთ, დიდი ენთუზიაზმით გამოხატული ემოციები უამრავი ადამიანის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, ობიექტურად მოფიქრალ ადამიანს ძალიან გაუხარდება, რომ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ჟიული შარტავას შვილიშვილი და ა.შ. – ახალი წარმატებული სახეები არიან „ქართული ოცნების“ რიგებში. ეს ბუნებრივი ამბავია. მაგრამ, რამდენადაც ჩვენს მხარდამჭერებს და ობიექტურ ადამიანებს გაუხარდათ, იმდენად გამწარდნენ აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერებიც და მათი ლიდერებიც. უკადრებელი იკადრეს. მაგრამ ხომ უნდა დაუშვა, რომ ლაშა ტალახაძის, გენო პეტრიაშვილის და ასეთი ხალხის დაბულინგება შეიძლება. ისინი მარტო ფიზიკურად კი არ არიან ძლიერები, ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძლიერები არიან, არ არსებობს ჩვენს გუნდში და იმ ოცეულში ადამიანი, რომელიც მყარი ფსიქიკის არ არის და ასეთ სისულელეებს, მდაბიო, გოიმურ, მარაზმამდე დასულ ბულინგს დაექვემდებარება. ჩვეულებრივი აგენტურულ-ფაშისტური ბულინგი იყო მათ მიმართ. მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, სადაც არიან, რას ემსახურებიან. საკუთარი სამშობლო – ამას ემსახურებოდნენ და მსახურებას გააგრძელებენ. ამიტომ, სულელური, გოიმური, ფაშისტური ბულინგი არის ისეთივე წარმავალი, როგორიც მათი არგუმენტები – ისევეა ჰაერში, როგორც მათი არგუმენტები“ ,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები