იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: მოუწევთ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას

“მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ძალიან რეალურია, საუბარი ნებისმიერ კრიზისზე ნიშნავს მხოლოდ საქართველოში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების წინააღმდეგ მტრობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციას მოუწევს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

„ეს თუ არის კონკრეტული ძალების არჩევანი, მათ მოუწევთ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, რადგან დეზინფორმაციების შექმნის მავნებლური მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს, ხელს ვერაფერში შეგვიშლიან და მხოლოდ ის დარჩებათ, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ და ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადონ“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები