მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილზე: არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, ეს თავის დროზე  მოქმედებით დაამტკიცა

“მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, ეს თავის დროზე თავისი მოქმედებით დაამტკიცა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ივანიშვილს თავის სამშობლო აინტერესებს.

„ამ არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი. ამაშია რეალობაც, ამაშია პრაქტიკულობაც, ამაშია საარჩევნო მიზნებიც, ამაშია გარკვეული სიმბოლიზმი და ხაზგასმაც – ყველაფერი ამაშია“, – აღნიშნა  მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები