“ჩვენ ზურგს გვიმაგრებს საზოგადოების აბსოლუტური მხარდაჭერა და ჩვენი სიმართლე” – ოხანაშვილი

“ყველა სცენარი გათვლილი გვაქვს, ყველაფერს ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს საზოგადოების აბსოლუტური მხარდაჭერა და ჩვენი სიმართლე, რასაც 12 წლის განმავლობაში ვაკეთებთ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, უცხოელების მხრიდან საქართველოს საქმეებში ჩარევა უპრეცედენტოა.

“უცხოელები გვკარნახობენ, თურმე ქართველმა ხალხმა რა უნდა გადაწყვიტოს. ყველას პატივს ვცემთ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები აინტერესებს. ისე არა, რომ აქ ვინმე ჩამოვიდეს და გვითხრას, რომ ჩვენზე მაგარი ქართველები არიან და ჩვენზე მეტად შესტკივათ გული ჩვენს ქვეყანაზე. ეს ასე არ არის, ამას არავინ დაიჯერებს. ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, ეს სცენარი იქნება გამარჯვების შემდეგ – საზოგადოების ინტერესებს მოვემსახურებით“, – განაცხადა  ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები