“რატომღაც, როთმა გადაწყვიტა ჩამოსვლა – მიუხედავად მძიმე შეურაცხყოფისა, რომელიც საქართველოს მიაყენა” – ვოლსკი

“რატომღაც, როთმა გადაწყვიტა ჩამოსვლა – მიუხედავად მძიმე შეურაცხყოფისა, რომელიც საქართველოს მიაყენა, არა მარტო მართლმადიდებელ ეკლესიას, უკიდურესად მწვავე გამონათქვამისა, რომელიც დღემდე ყველას ახსოვს, მიკვირს, რატომ არ უჩნდებათ პროტესტი ოპოზიციის მხარდამჭერებს”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი საქართველოში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის დაგეგმილ ვიზიტს.

“აქ არის მეორე მხარეც – არსებობს დიპლომატია, არსებობს ეტიკეტი. ადამიანი ამბობს, რომ ჩამოვდივარ ამა და ამ დღეს და კეთილი ინებოს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ და შემხვდნენო, მით უმეტეს, მისი ამ როყიო განცხადებების შემდეგ, ვფიქრობ, ეს ადამიანი “უფროსი ძმის” სინდრომით არის შეპყრობილი,”- აცხადებს  ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები