ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო სიაში ადამიანების შერჩევა მოხდა მათი პატრიოტიზმით, წარმატებული კარიერით

,,საარჩევნო სიაში ადამიანების შერჩევა მოხდა მათი პატრიოტიზმით, გამორჩეული უნარებით, წარმატებული კარიერით”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების” გუნდში ყოფნა მათთვის პატივია.

„თითოეული ჩვენგანისთვის „ქართული ოცნების“ გუნდში ყოფნა პატივია, რადგან ჩვენს ქვეყანას ვემსახურებით და ხალხთან ერთად უზრუნველვყოფთ ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. პატივია, რთული გამოწვევების ფონზე ემსახურო საკუთარ ქვეყანას  და უზრუნველყო ღირსებით სვლა ევროპისკენ. საარჩევნო სიაში ადამიანების შერჩევა მოხდა მათი პატრიოტიზმით, გამორჩეული უნარებით, წარმატებული კარიერით. ბულინგს რაც შეეხება, არაკორექტულ და ფაშისტურ განცხადებებს ვინც აკეთებენ, თავიანთ თავს არ ეკუთვნიან – აჟღერებენ იმას, რასაც მათი პატრონები ავალებენ. ამიტომ ეს ვერავისთვის შეურაცხმყოფელი ვერ იქნება. რეალური სახის დემონსტრირებას ახდენენ. ხედავთ, რა მორალი აქვთ და რა შეფასებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს არ ეკუთვნიან და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში კი არ დგანან, უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებენ. საზოგადოება ამ ყველაფერს 26 ოქტომბერს წერტილს დაუსვამს. „ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიული მარცხის წინაშეა და ისტორიულად ნაკლებ შედეგს აიღებენ. ეს იციან და ამიტომ არიან სასოწარკვეთილებაში. სწორედ ამიტომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი პროცესებისთვის ემზადებიან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები