ისრაელის თავდაცვის ძალები – ჩვენ გავაგრძელებთ ოპერაციას ჯენინში მანამ, სანამ მიზნებს არ მივაღწევთ

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინიდან ძალები გაყვანის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

მათივე განცხადებით, ჯარები გააგრძელებენ ოპერაციას მანამ, სანამ მიზნებს არ მიაღწევენ.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, ბოლო 10 დღის განმავლობაში მათ 14 პალესტინელი შეიარაღებული პირის, მათ შორის „ჰამასის“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს და 30-ზე მეტი ძებნილი პალესტინელი დააკავეს.

ცნობისთვის, პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალები დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინიდან გავიდნენ.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის 10-დღიანი რეიდის განმავლობაში, 21 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები