“მაიმუნის ყვავილის” ვაქცინების პირველი პარტია კონგოში ჩავიდა

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ დაავადებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში “მაიმუნის ყვავილის” ვაქცინის პირველი პარტია, 100 000 დოზა ჩავიდა.

კონგოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მომავალ შაბათს ევროკავშირისგან ვაქცინის დამატებით 100 000 დოზას ელიან.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება აცრის პროცესი.

დასავლელი პარტნიორები კონგოს ვაქცინის დაახლოებით 380 000 დოზას დაჰპირდნენ, რადგან მაიმუნის ყვავილით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ამ ქვეყანაში გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები