გერმანიის თავდაცვის მინისტრი: გერმანია კვლავ წინააღმდეგია, რომ უკრაინამ დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

გერმანიას არ შეუცვლია აზრი იმის შესახებ, რომ უკრაინას არ აქვს უფლება დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის გამოიყენოს,- ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს.

გამოცემა Guardian-ის მტკიცებით, პისტორიუსმა ეს განცხადება გერმანიის სამხედრო ბაზა „რამშტაინზე“ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დროს გააკეთა.

თუმცა, როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და იარაღით მომარაგებას იმდენ ხანს, რამდენიც  საჭირო იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები