ჩრდილოეთ კორეის ათობით ჩინოვნიკი, კიმ ჩენ ინის ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს, რადგან მათ წყალდიდობის შედეგები ვერ გააკონტროლეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ათობით საჯარო მოხელისა და პარტიული ლიდერის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, იმის გამო, რომ ისინი წყალდიდობით გამოწვეულ ზარალს ვერ გაუმკლავდნენ,- ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დახვრეტილია 20-30 ადამიანი. მათ ბრალად ედებოდათ ის, რომ ვერ მოახერხეს მოქალაქეების დაღუპვის და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალის პრევენცია.

ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობები ივლისში, ძლიერი წვიმის გამო დაფიქსირდა. დაზიანდა გზები, დაიტბორა სამეურნეო მიწები და 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მეზობელი ქვეყნების დახმარების შეთავაზების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ დახმარებაზე უარი თქვა.

სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 1500ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, კიმ ჩენ ინმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები