უგანდელი სპორტსმენი, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა

უგანდელი მარათონის მორბენალი რებეკა ჩეპტეგეი, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა, გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ყოფილმა მეგობარმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

BBC-ის ცნობით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც  ჩეპტეგეი ორ შვილთან ერთად ეკლესიიდან ბრუნდებოდა.

33 წლის სპორტსმენმა ძლიერი დამწვრობა მიიღო და მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი ყოფილი შეყვარებული კი მძიმე დამწვრობით, კლინიკაშია მოთავსებული.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სპორტსმენსა და ყოფილ შეყვარებულს დავა მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები