რუსეთის კურსის ოლქის კორენევოს დასახლებაში, უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, დაბალვოლტიანი აპარატურის მწარმოებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.
როგორც ოლქის გუბერნატორმა აღნიშნა, უკრაინულმა დრონმა ქარხნის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო.
თავდასხმის შედეგად საწარმოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 400 კვადრატულ მეტრს შეადგენს და შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ ქარხანა უკრაინის სუმის ოლქის საზღვრიდან, დაახლოებით, 25 კილომეტრში მდებარეობს.