თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დეპუტატს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
სასამართლო პროცესი ელისაშვილმა და მისმა ადვოკატმა სხდომის დასრულებამდე დატოვეს.