საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა, – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს.
შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული”,- წერია ოფიციალურ განცხადებაში.