აშშ-ის ელჩი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას

“ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

„ვესწრებოდი საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში. ძალიან სასიამოვნო იყო ამ მომენტის გაზიარება ამდენ ქართველთან. გამაერთიანებელი მომენტი იყო საქართველოსთვის და სწორედ ამიტომ მსურს პოზიტიურ ნოტაზე დავასრულო ჩვენი ინტერვიუ. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას. და ვისურვებ ყველაფერს საუკეთესოს საქართველოსთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველები მხოლოდ იმის გამო არ იყვნენ ბედნიერები, რომ თავის ნაკრებს უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სადაც არის საქართველოს ადგილი”, – განაცხადა ელჩმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები