“ეროვნული ბანკი მართლაც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს”,- ამის შესახებ სებ-ის საერთაშორისო კონსულტანტმა, დევიდ ვავრამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, ამიტომ შესაძლოა უფრო სწრაფად აცნობიერებს სხვა ეკონომიკებთან შედარებით, რამდენად მნიშვნელოვანია, წინასწარ იყო მზად სხვადასხვა სცენარისთვის.
„ეროვნული ბანკი მართლაც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. მათ კარგად ესმით, რომ საქართველო მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, ამიტომ შესაძლოა უფრო სწრაფად აცნობიერებს სხვა ეკონომიკებთან შედარებით, რამდენად მნიშვნელოვანია, წინასწარ იყო მზად სხვადასხვა სცენარისთვის.
გლობალურად ეკონომიკური გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, მეტად ფრაგმენტული ხდება, შოკების რაოდენობა იმატებს და მონეტარული პოლიტიკა სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას, რათა დროულად მოახდინოს შოკებზე შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა დევიდ ვავრამ.
დევიდ ვავრა თბილისში მონეტარული პოლიტიკის განვითარების თემაზე გამართულ ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რომელიც სებ-ის ორგანიზებით გაიმართა.