“შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი და გაოცებული, გაოგნებული ჟჟჟურნალისტები…
შეკითხვა: ევროკავშირმა (ბლა-ბლა-ბლა) – კანონი გაიწვიეთო, რატომ არ იწვევთ?
პასუხი: იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიღებას, ჩვენ კი უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატით გვაქვს ლეგიტიმაცია
შეკითხვა: ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ (ბლა-ბლა-ბლა) – კანონი გაიწვიეთო, რატომ არ იწვევთ?
პასუხი: ვიმეორებ – იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიღებას, ჩვენ კი უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატით გვაქვს ლეგიტიმაცია
შეკითხვა: აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა (ბლა-ბლა-ბლა) და, ფაქტობრივად, ბაიდენმაც – კანონი გაიწვიეთო, რატომ არ იწვევთ? ამათზე მეტი ვინმე არსებობს კიდევ დუნიაზე?
პასუხი: არსებობს. მისი უზენაესობა და აღმატებულება – ქართველი ხალხი, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიღებას, ჩვენ კი უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატით გვაქვს ლეგიტიმაცია
ჟჟჟურნალისტების რიგებში აშკარად შეიმჩნევა დამწვრის სპეციფიკური სუნი – მათი აზროვნების პლატების მწყობრიდან გამოსვლის გამო: აქეთ ბაიდენი, ჰარისი და იქეთ ვიღაც ქართველი ხალხიო? ჩვენ შორის ეს რუბიკონი – გადაულახავია…”- წერს დავით ქართველიშვილი.