The American Conservative: სააკაშვილის საქმიანობის ანალიზი მის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ადასტურებს
„სასოწარკვეთილი სააკაშვილი რეაბილიტაციას ცდილობს“, – ამ სათაურით გამოცემა The American Conservative საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, თანამდებობაზე ყოფნის დროს სააკაშვილის საქმიანობის ანალიზი მხოლოდ ადასტურებს მის თავნებობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შორის გარკვეული მსგავსება არსებობს, მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავება ის არის, რომ მეტწილად სააკაშვილია პასუხისმგებელი კონფლიქტის ესკალაციაზე.
„გარდა ამისა, სწორედ ის ხელმძღვანელობდა 2007 წელს ოპოზიციის დემონსტრაციის დარბევას, რომელსაც მოჰყვა ასობით ადამიანის დაშავება“,- წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც დღეს ბრუკლინში ცხოვრობს, პოლიტიკური რეაბილიტაციის იმედი აქვს.
„ბატონი სააკაშვილი, რომელიც ბევრად უფრო ჩასუქებულია, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნისას, ამტკიცებს, რომ ამ კონფლიქტის კვალდაკვალ უნდა გადაფასდეს მისი, როგორც შეუპოვარი ლიდერის, რეპუტაცია, – მისი მშვიდობიანი „ვარდების რევოლუცია“ და რეფორმებისადმი ერთგულება მოექცა ოპონენტების სასტიკი დევნის და კანონის უზენაესობის გაუკუღმართების წლების, ასევე ბატონი პუტინის ომისაკენ პროვოცირების ჩრდილში, რამაც შედეგად მოიტანა საქართველოს ათასობით მოქალაქის სიკვდილი, დევნილობა და გაღატაკება. „ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ“, – აცხადებს ის.
მართალია, არსებობს გარკვეული მსგავსება 2008 წლის ომსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შორის, მათ შორის არსებითი განსხვავება ის არის, რომ მეტწილად სააკაშვილია პასუხისმგებელი კონფლიქტის ესკალაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სააკაშვილის პროვოცირებისათვის, სწორედ სააკაშვილმა გამოიჩინა სიბრიყვე და წამოეგო ანკესს. ამის მიზეზი კი იყო მისი მცდარი რწმენა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები გადაარჩენდნენ მას საშიშროების შემთხვევაში. ამისკენ კი, თავის მხრივ, სააკაშვილს უბიძგა დაუფიქრებელმა ამერიკულმა რიტორიკამ, ნატოში საქართველოს გაწევრიანების უსაფუძვლო მხარდაჭერამ და უგუნურმა დასავლურმა ენთუზიაზმმა, რომელიც ეგრეთ წოდებულ რევოლუციასთან იყო დაკავშირებული.
ყოველივე ამის მიუხედავად, ცხინვალზე შეტევის დაწყებისა და უფრო ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების გადაწყვეტილება სწორედ სააკაშვილს ეკუთვნოდა და სწორედ მას აკისრია მეტი წილი პასუხისმგებლობა იმ ზარალისათვის, რომელიც ქვეყანამ განიცადა. გარდა ამისა, სწორედ ის ხელმძღვანელობდა 2007 წელს ოპოზიციის დემონსტრაციის დარბევას, რომელსაც მოჰყვა ასობით ადამიანის დაშავება. საქართველოში მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალაუფლების გადამეტებასთან დაკავშირებით საკმაოდ დამაჯერებელია, რადგანაც 2012 წელს ნაწილობრივ სწორედ სააკაშვილის მთავრობის დანაშაულობათა გამო გადაირჩიეს მისი პარტია. თანამდებობაზე ყოფნის დროს სააკაშვილის საქმიანობის ანალიზი მხოლოდ ადასტურებს მის თავნებობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები კი ამ სურათს ნაკლებად ცვლის, ანუ ის, თუ ვინ და რას ფიქრობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სააკაშვილს ოდნავადაც არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, – წერს The American Conservative-ი.