WSJ: პენტაგონი მზად არის, უკრაინას შორი დისტანციის რაკეტები – ATACMS გადასცეს
პენტაგონი მზად არის, უკრაინას შორი დისტანციის რაკეტები – ATACMS გადასცეს, რომელთა მოქმედების მანძილი, დაახლოებით, 290 კმ.-ია.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი.
მანამდე, პენტაგონის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ აშშ-ის სამხედროებმა უნდა შეინარჩუნონ ყველა ATACMS-ი საკუთარი სამხედრო საჭიროებებისთვის.
თუმცა, როგორც ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ, ახლა აშშ-ის თავდაცვის უწყება ამ რაკეტების გადაცემისთვის ღიაა, რადგან აშშ-ის სამხედროებს შეუძლიათ, გამოიყენონ მომდევნო თაობის რაკეტები Precision Strike Missile.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მზად საბოლოოდ უწყება ამის გასაკეთებლად.