“კაპიტულაცია მშვიდობა არ არის” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კაპიტულაცია მშვიდობა არ არის და მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან ბრიუსელში პრესკონფერენციაზე თქვა.

„დანებება არ არის მშვიდობა. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია, ის დღესვე დაასრულოს. მეორე მხრივ, უკრაინას ასეთი შესაძლებლობა არ აქვს“, – განაცხადა მან.

BBC წერს, რომ ზოგიერთმა უკრაინულმა მედიამ ეს განცხადება რომის პაპის განცხადების პასუხად მიიჩნია, რომელმაც თქვა, რომ “უკრაინას „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა უნდა ჰქონდეს”.

პაპის ამ განცხადება დასავლელი პოლიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია.

მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ანალენა ბერბოკმა თქვა, “ვფიქრობ, ზოგიერთი რამის აღქმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მათ საკუთარი თვალით დაინახავთ. უკრაინელ ბავშვებთან საუბარში ხშირად ვეკითხებოდი თავს: “სად არის პაპი? პაპმა უნდა იცოდეს ამ ყველაფრის შესახებ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები