რუსთავში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მეზობელი დააკავეს

რუსთავში 12 წლამდე ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მის მეზობლად მცხოვრები 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოტყუებით აიყვანა, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო აყურებინა და ინტიმურ ადგილებზე შეეხო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, სავარაუდო დამნაშავე ბავშვს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ შეხვდა და გარყვნილი ხასიათის ქმედება ამჯერად ფულის სანაცვლოდ შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ გოგონამ მშობლებს უამბო, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინეს და მამაკაცი დააკავეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები