აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორი საქმე შეწყვიტა

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ფედერალურ მოსამართლეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის დახურვა სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საქმე ეხება ფედერალურ არჩევნებზე დივერსიასა და საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებას.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ის სმიტს თანამდებობაზე დაბრუნებისთანავე გაათავისუფლებდა.

„იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციაა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ეს საქმე ბრალდებულის ინაუგურაციამდე უნდა დაიხუროს“, – წერს სმიტი შუამდგომლობაში, რომლითაც ის ფედერალური ოლქის მოსამართლეს, ტანია ჩუტკანს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები