მედიის ცნობით, ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ბაიდენი და მაკრონი გამოაცხადებენ

ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, სავარაუდოდ, მომდევნო 36 საათის განმავლობაში განაცხადებენ.

მანამდე პანარაბულმა გაზეთმა Asharq al-Awsat-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბაიდენი და მაკრონი 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამშაბათს, 26 ნოემბერს გამოაცხადებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები