ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფმა რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

„ევროპარლამენტი მტკიცედ იმეორებს გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარულ საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები